Thumbnail

ნახეთ: ლილ უეინი ტრეკების Piano Trap და Not Me კლიპს ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი ლუიზიანელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დუეინ კარტერი, ფსევდონიმით Lil Wayne, მსმენელს კომპოზიციებზე Piano Trap და Not Me გადაღებული საერთო ვიდეორგოლით დაუბრუნდა. პირველი ტრეკის პროდიუსერი Mannie Fresh გახლავთ, რომელიც უეინთან ხშირად თანამშრომლობს. ჩანაწერის Not Me ინსტრუმენტალის ავტორები კი Tarik Azzouz და STREETRUNNER არიან. ნამუშევრები სამხრეთელი შემსრულებლის ბოლო ალბომის Funeral სინგლებია.

► მოუსმინეთ: Lil Wayne ახალ ალბომს Funeral ავრცელებს

► ლილ უეინმა განმარტა, რატომ უწოდებს ლილ ბეიბის ფავორიტ რეპერს 

ლილ უეინმა რჩეული კალათბურთელები დაასახელა

ვიზუალურ ნამუშევარში მუსიკოსი სკეიტბორდზე დგომის უნარების დემონსტრირებას ახდენს.

"ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა ვიდეო, სკეიტბორტდზე იდგა, ფონად კი Piano Trap იყო ჩართული. ფულის გაკეთების შესანიშნავი შესაძლებლობა დავინახე", - განუცხადა უეინმა ჟურნალ Rolling Stones-ს.

ლილ უეინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Tha Block Is Hot 1999 წლის მიწურულს გამოვიდა. არტისტის ყველაზე წარმატებულ ჩანაწერად Tha Carter III ითვლება, რომლის მთავარი კომპოზიცია Lollipop 2008 წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა. მუსიკოსის 2018 წლის ნამუშევარი Tha Carter V ჯერ კიდევ 2012 წელს დაანონსდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის Cash Money Records-თან და მის დამფუძნებელ Birdman-თან კონფლიქტის გამო, ალბომმა დღის სინათლე მხოლოდ 2018 წელს, უეინის ლეიბლზე Young Money Records იხილა. ორი წლის შემდეგ ლუიზიანელმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო ალბომი Funeral ჩაუშვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული