Thumbnail

ნახეთ: სერჟ ტანკიანის სიმღერა Hayastane, რომლის ტექსტი სომხეთის პრემიერმა დაწერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი სომხურ-ამერიკული ჯგუფის, System of a Down-ის ფრონტმენმა, სერჟ ტანკიანმა ახალი სომხურენოვანი სიმღერა Hayastane და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიციის ტექსტის ავტორი სომხეთის პრემიერმინისტრი, პროფესიით ჟურნალისტი ნიკოლ პაშინიანი გახლავთ. ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალულ ნამუშევარში საზოგადოების ერთიანობასა და ქვეყნის ღირსებებზეა საუბარი.

ნამუშევრის გაყიდვებიდან შემოსული თანხა ფონდს My Step Foundation გადაეცემა, რომელიც სომხეთში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულთა დასახმარებლად მუშაობს.

სერჟ ტანკიანმა კარიერა 1992 წელს დაიწყო. მან პოპულარობა ჯგუფ System of a Down-ში მოღვაწეობით მოიპოვა. ბენდთან ერთად მან 40 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა და გრემის ჯილდოს მოგებაც მოახერხა. არტისტს 4 სოლო ალბომიც აქვს გამოცემული. მან საკუთარი ლეიბლი Serjical Strike Records-იც დააარსა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული