Thumbnail

ნახეთ: Sia-მ სერიალ Tiger King-ის შთაგონებით შექმნილ სიმღერაზე კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ავსტრალიელმა პოპვარსკვლავმა, Sia-მ ახალი სიმღერა Joe Exotic (Diva Cut) და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიციის ინსპირაციის წყარო პლატფორმა Netflix-ის დოკუმენტური სერიალი Tiger King გახლავთ. ტრეკში, რომელშიც დიზაინერი ტონია ბრიუერი და მოცეკვავე მედი ციგლერი მონაწილეობენ, ტექსასელი ჰიპ ჰოპ არტისტის, Megan Thee Stallion-ის კომპოზიციის Savage სემპლია გამოყენებული.

Sia-მ კარიერა ეისიდ ჯაზ ბენდ Crisp-ში მოღვაწეობით დაიწყო. ის ასევე ბრიტანული დუეტის, Zero 7-ის წევრი იყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება 2014 წელს გამოშვებულმა სინგლმა Chandelier მოუტანა, რომლის ვიდეოკლიპმაც იუთუბზე 2.2 მილიარდზე მეტი ნახვა მოაგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული