Thumbnail

ნახეთ: Foo Fighters-მა 2006 წელს ლონდონში გამართული კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა Foo Fighters 2006 წლის 17 ივნისს ლონდონში, ჰაიდ პარკში გამართული კონცერტის სრული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. ბენდის რიგით მეხუთე ალბომის In Your Honor მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაზე კოლექტივმა 1 საათისა და 20 წუთის განმავლობაში 16 კომპოზიცია შეასრულა, მათ შორის ლეგენდარული Queen-ის ქავერები We Will Rock You და Tie Your Mother Down. ამ სიმღერების გამოცხადებისას სცენაზე, სპეციალური სტუმრების სახით, "ქუინის" წევრებიც გამოჩნდნენ.

► ნახეთ: 20-ზე მეტმა მუსიკოსმა Foo Fighters-ის Times Like These დააქავერა

► ნახეთ: დეივ გროლმა თვითიზოლაციაში მოსასმენი ფლეილისტი შეადგინა

► დეივ გროლი: Foo Fighters რომ შევქმენი, Nirvana-ს ფანებს შევძულდი

Foo Fighters 1994 წელს სიეტლში ლეგენდარული გრანჟ ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილმა წევრმა, დეივ გროლმა დააარსა. 12 გრემის მფლობელ კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა The Pretender, Everlong და Best Of You მოუტანა. ბენდმა მსმენელებს 2017 წელს რიგით მეცხრე სტუდიური ალბომი Concrete and Gold შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული