Thumbnail

ნახეთ: Post Malone-მა ჯგუფ Nirvana-ს სიმღერები ონლაინ შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ტექსასელმა მუსიკოსმა, ოსტინ რიჩარდ ფოსთმა, ფსევდონიმით Post Malone, ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Nirvana-ს პატივსაცემად ონლაინ კონცერტი გამართა. მან საათზე მეტი ხნის განმავლობაში ბენდის 15 კომპოზიცია შეასრულა, მათ შორის ჰიტები: Come As You Are, Heart-Shaped Box, Lithium, In Bloom და სხვა. არტისტს თავიანთი სახლებიდან აკომპანემენტს გიტარისტი ნიკ მაკი, ბასისტი ბრაიან ლი და ცნობილი დრამერი, ტრევის ბარკერი უწევდნენ. ლაივის მიმდინარეობისას შემოსული თანხა გაეროს COVID-19-ის ფონდში ჩაირიცხება და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მოხმარდება.

► ნახეთ: 50 Cent და Post Malone კლიპს Tryna Fuck Me Over ავრცელებენ

► Post Malone: სახეზე ტატუებს იმიტომ ვიკეთებ, რომ მახინჯი ვარ

► ნახეთ: Post Malone-მა სახეზე მორიგი ტატუ გაიკეთა

ფოსთ მელოუნი "ნირვანას" დიდი თაყვანისმცემელია. მას თითზე ჯგუფის ფრონტმენის, კურტ კობეინის სახე აქვს ამოსვირინგებული, წარბთან კი ბენდის კომპოზიციის სახელი Stay Away აწერია.

ოსტინ რიჩარდმა მუსიკალური კარიერა ხმაურიანად დაიწყო. 2015 წელს გამოშვებულ სადებიუტო სიმღერას White Iverson, მომდევნო წელს მუსიკოსის პირველი ალბომი Stoney მოჰყვა. ჩანაწერი მოსალოდნელზე მაღალი ტირაჟით გაიყიდა და მალევე მოიპოვა ორმაგი პლატინის სტატუსიც. 2018 წელს შემსრულებელმა გაყიდვაში კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი Beerbongs & Bentleys ჩაუშვა. მისი წამყვანი სინგლი Rockstar გახლავთ. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებს 8 კვირის განმავლობაში ლიდერობდა. სტრიმინგ პლატფორმის, Spotify-ის სათავეში კი კომპოზიციამ 108 დღე გაატარა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული