Thumbnail

Travis Scott-ის ვირტუალურ კონცერტს Fortnite-ში რეკორდული აუდიტორია ჰყავდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულ კომპიუტერულ თამაშში Fortnite ჰიუსტონელი არტისტის, ტრევის სკოტის კონცერტი სახელწოდებით Astronomical გაიმართა. ვირტუალურ ღონისძიებას ერთდროულად 12,3 მილიონზე მეტი მოთამაშე დაესწრო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაცია Fortnite-ის შემქმნელმა კომპანია Epic Games-მა ტვიტერის გვერდზე გაავრცელა.

► მოუსმინეთ: Travis Scott x Kid Cudi - THE SCOTTS

► ნახეთ: ხელოვნურმა ინტელექტმა ტრევის სკოტისთვის დამახასიათებელი კომპოზიცია შექმნა

"ტრევის სკოტის ვირტუალური კონცერტის დროს ონლაინში ერთდროულად 12,3 მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რაც ყველა დროის რეკორდია", - წერია პოსტში.

ტრევისმა ვირტუალურ კონცერტზე ჰიტები: Sicko Mode, Goosebumps, Stargazing, Highest in the Room და THE SCOTTS შეასრულა.

12,3-მილიონიანი მაყურებლით სკოტმა ამერიკელი დიჯეისა და პროდიუსერის, Marshmello-ს რეკორდი მოხსნა. შარშან მარშმელოს ღონისძიებას ვიდეოთამაშში ერთდროულად 10,7 მილიონი მომხმარებელი ადევნებდა თვალს.

აღსანიშნავია, რომ Epic Games მოთამაშეების გასახალისებლად გეგმავს, Fortnite-ში ტრევისის ტურნე გამართოს.

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული