Thumbnail

ნახეთ: The Killers-მა ორი ახალი კომპოზიცია Blowback და Dying Breed გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ჯგუფი The Killers პოპულარულ გადაცემას CBS This Morning ესტუმრა. მუსიკოსებმა ტელეშოუს რუბრიკაში Saturday Sessions ახალი კომპოზიცია Blowback, მომავალი ალბომის სინგლი Caution და ცნობილი არტისტის, ტომ პეტის სიმღერის The Waiting ქავერ ვერსია შეასრულეს.

► მოუსმინეთ: The Killers ახალ სიმღერას Fire In Bone ავრცელებს

► ნახეთ: The Killers-მა კომპოზიციაზე Caution კლიპი გადაიღო

ამავე დღეს მუსიკოსებმა თაყვანისმცემლებს, ინსტაგრამის პირდაპირი ეთერის საშუალებით, კიდევ ერთი ახალი ნამუშევრის Dying Breed მოსმენის საშუალება მისცეს.

Blowback და Dying Breed ბენდის მომავალ, რიგით მეექვსე ალბომში Imploding the Mirage იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოცემაც 29 მაისს იგეგმებოდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი დროით გადაიდო. 

"ქილერსი" ლას ვეგასში 2001 წელს ჩამოყალიბდა. მოღვაწეობის განმავლობაში მუსიკოსებს 28 მილიონზე მეტი ალბომი აქვთ გაყიდული. არაერთი ჰიტის მქონე ჯგუფს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Mr. Brightside, Shot At The Night და Human მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული