Thumbnail

მოუსმინეთ: The Notorious B.I.G.-ის უცნობი რეჩიტატივი გავრცელდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკელმა პროდიუსერმა და დიჯეიმ, პატრიკ ბერილმა, ფსევდონიმით Statik Selektah, ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტის, ნოტორიოს ბიაიჯის უცნობი ვერსი გამოაქვეყნა. პატრიკმა ბიგის რეჩიტატივს მის მიერ დაწერილი ინსტრუმენტალი დაურთო.

► ნიუ იორკში ქუჩას The Notorious B.I.G.-ის სახელი დაარქვეს 

► ნახეთ: The Notorious B.I.G.-ის სადებიუტო ალბომის შესახებ გადაღებული ფილმი გავრცელდა 

The Notorious B.I.G. ყველა დროის გამორჩეული ჰიპ ჰოპ არტისტი და ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია. მან მუსიკალური კარიერა 1992 წელს გაერთიანება Bad Boy Records-ში დაიწყო. 1994 წელს გაყიდვაში ბიგის სადებიუტო ალბომი Ready To Die ჩაეშვა, რომელმაც რეპერს საყოველთაო აღიარება მოუტანა.

1997 წლის 9 მარტს მომავალი სტუდიური ნამუშევრის პრომოუშენის ფარგლებში კალიფორნიაში მყოფი უოლასი დღემდე უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მუსიკოსის გარდაცვალებიდან ორ კვირაში გავრცელებულმა ჩანაწერმა Life After Death უდიდეს კომერციულ წარმატებას მიაღწია. მსოფლიო მასშტაბით 12 მილიონამდე გაყიდული ასლით ალბომმა ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა. რეჩიტატივის კითხვის უნიკალური მანერით გამორჩეულ არტისტს არაერთი გავლენიანი გამოცემა ყველა დროის საუკეთესო რეპერად ასახელებს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული