Thumbnail

კანადელ-ამერიკელი მუსიკოსი, ალანის მორისეტი ახალ კომპოზიციას Diagnosis ავრცელებს. ჩანაწერში არტისტი დეპრესიასა და ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ სტიგმებზე საუბრობს. სინგლი ალანისის რიგით მეცხრე ალბომში Such Pretty Forks in the Road შევა, რომელსაც მომღერალი, 7-წლიანი პაუზის შემდეგ, 1 მაისს გამოსცემს.

► ნახეთ: Alanis Morissette - Reasons I Drink

► მოუსმინეთ: Alanis Morissette - Smiling

ალანის მორისეტმა შემოქმედებითი კარიერა 1987 წელს დაიწყო. 1991 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Alanis გაავრცელა. 7 გრემის მფლობელ არტისტს ამ დრომდე 8 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება 1995 წლის ნამუშევარმა Jagged Little Pill მოუტანა. დღემდე ამ ალბომის 33 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული