Thumbnail

ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფი Evanescence ახალ კომპოზიციას Wasted On You და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სინგლი კოლექტივის მომავალ, რიგით მეხუთე ალბომში The Bitter Truth იქნება წარმოდგენილი, რომელიც წლის ბოლომდე გამოიცემა.

► ნახეთ: Evanescence-მა კომპოზიციაზე The Chain გადაღებული კლიპი გაავრცელა

Evanescence მომღერალმა და პიანისტმა ემი ლიმ, გიტარისტ ბენ მუდისთან ერთად 1995 წელს შექმნა. რვა წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Fallen გაავრცელა, რომელმაც მუსიკოსებს გრემის ორი ჯილდო მოუტანა. დღემდე ამ ნამუშევრის 17 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ამის შემდეგ მუდიმ კოლექტივი დატოვა. ბენდს, რომელმაც წლების მანძილზე შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, ამ დრომდე 4 ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული