Thumbnail

ცნობილმა ინგლისელმა მუსიკოსმა, ჯეიმს ბლეიკმა ახალი კომპოზიცია You're Too Precious და მასზე შექმნილი კლიპი გაავრცელა. 2019 წელს გამოცემული ალბომის Assume Form შემდეგ, ეს მისი პირველი ნამუშევარია.

► ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა რეი ჩარლზის Georgia on My Mind შეასრულა

► ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა თვითიზოლაციაში მყოფებისთვის ონლაინ კონცერტი გამართა

ჯეიმს ბლეიკმა მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ისეთ ცნობილ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: ქენდრიქ ლამარი, ბიონსე, ფრენკ ოუშენი, ტრევის სკოტი და სხვები. 2013 წელს მისმა მეორე სტუდიურმა ალბომმა Overgrown მერკურის პრიზი მოიგო. ბოლო სტუდიური ჩანაწერი Assume Form საუკეთესო ალტერნატიული ალბომის კატეგორიაში გრემიზე იყო წარდგენილი.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული