Thumbnail

ცნობილი ამერიკული მეტალ ჯგუფი Lamb of God ტექსტურ ვიდეორგოლთან ერთად ახალ კომპოზიციას New Colossal Hate ავრცელებს. სინგლი ბენდისვე სახელწოდების მქონე ალბომში შევა, რომელიც, კორონავირუსის პანდემიის გამო, 8 მაისს ნაცვლად, 19 ივნისს გამოიცემა.

► ნახეთ: Lamb Of God-მა უალკოჰოლო ლუდი Ghost Walker გამოუშვა

► მოუსმინეთ: Lamb of God ახალ კომპოზიციას Memento Mori ავრცელებს

ჯგუფს, რომელიც 1994 წელს ჩამოყალიბდა, თავდაპირველად Burn the Priest უწოდეს. ამავე დასახელების სადებიუტო ალბომის გამოშვების შემდეგ კი ბენდმა Lamb of God დაირქვა. კოლექტივი ამერიკული ჰევი მეტალის ახალი ტალღის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად ითვლება. მუსიკოსების ალბომებს Sacrament, Wrath, Resolution და VII: Sturm und Drang კომერციული წარმატება ხვდათ წილად. გრემიზე 5-ჯერ ნომინირებულ ჯგუფს აშშ-ში 2 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული