Thumbnail

მოუსმინეთ: Soft Eject ახალ ალბომს Connecting Times ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართულმა ჯგუფმა Soft Eject ახალი ალბომი Connecting Times გაავრცელა. სტუდიური ნამუშევარი ძირითადად წარსულში დაწერილი სიმღერებისგან შედგება, ზოგიერთი კომპოზიცია ჯერ კიდევ 1980-იან წლებშია შექმნილი. ჩანაწერი 10 ტრეკს აერთიანებს.

► ნახეთ: Soft Eject-მა კომპოზიცია Beautiful შეასრულა

► არქივი: ჯგუფი Soft Eject კომპოზიციას It's Another Day ასრულებს (1993)

Soft Eject 1990 წელს თბილისში ირაკლი ჭელიშვილმა, იგივე პეჩომ (ვოკალი, გიტარა), ვახო ბაბუნაშვილმა (ბასი, ვოკალი) გია ქარჩხაძემ (გიტარა, ვოკალი) და ნოდარ მანჩხაშვილმა (დრამი) ჩამოაყალიბეს. ბენდის თავდაპირველ შემადგენლობაში ოთარ ყარალაშვილიც შედიოდა, თუმცა, მან ჯგუფი მალევე დატოვა.

1990-იანი წლების დასაწყისში კოლექტივი გერმანიაში გაემგზავრა. მუსიკოსების პირველი ოთხი სტუდიური ნამუშევარი Everybody (1993), Something New (1994), Now! (1995) და Collection (1995) სწორედ იქ არის ჩაწერილი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, Soft Eject იღებს მუსიკალურ ვიდეოს თავის ყველაზე ცნობილ სიმღერაზე Please Just Carry On, 2000-იანი წლების დასაწყისიდან კი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას იწყებს. აშშ-ში, ბრიტანეთსა და უკრაინაში გასტროლებს 2001 წელს ალბომი Wanderer ემატება, 2 წელიწადში კი Nine Mountains Away გამოდის.

2017 წელს, 15-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, "სოფთ ეჯექთი" Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერად მოგვევლინა. ფესტივალზე მსმენელთა წინაშე პეჩო (ვოკალი), ვახო ბაბუნაშვილი (ბასი, ვოკალი) გია ქარჩხაძე (გიტარა), ნოდარ მანჩხაშვილი (დრამი), გირგი კობახიძე (გიტარა, ვოკალი), სანდრო ნიკოლაძე (ფლეიტა, ლირი), ემზარ ბურდული (ვალტორნა, ვოკალი) და ანა სიხარულიძე (აკორდეონი, კლავიში) წარდგნენ. ამის შემდეგ Soft Eject თავდაპირველი შემადგენლობით სტუდიას დაუბრუნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული