რადიოსადგურ BBC Radio 1-ის გადაცემის Live Lounge სპეციალურ სესიაზე 20-ზე მეტმა არტისტმა პოპულარული ამერიკული როკ ჯგუფის, Foo Fighters-ის კომპოზიცია Times Like These დააქავერა. მონაწილე მუსიკოსებს შორის იყვნენ: დუა ლიპა, კრის მარტინი, რიტა ორა, თავად დეივ გროლი და სხვები. სინგლის გაყიდვებიდან შემოსული თანხა სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცემა.
სიმღერის ორიგინალი ვერსია Foo Fighters-ის რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში One by One არის წარმოდგენილი, რომელიც 2002 წელს გამოიცა.
კომენტარები