Thumbnail

მოუსმინეთ: Car Seat Headrest - There Must Be More Than Blood

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკულმა ინდი როკ ჯგუფმა Car Seat Headrest ახალი კომპოზიცია There Must Be More Than Blood გაავრცელა. სტუდიურ ჩანაწერთან ერთად მუსიკოსებმა სიმღერის აკუსტიკური ვერსია გამოსცეს. სინგლი ბენდის მომავალ, რიგით მეთორმეტე ალბომში Making a Door Less Open შევა, რომელიც 1 მაისს ჩაეშვება გაყიდვაში.

► ნახეთ: Car Seat Headrest - Hollywood

► ნახეთ: Car Seat Headrest - Martin

Car Seat Headrest ვირჯინიის შტატის ქალაქ ლისბურგში 2010 წელს შეიქმნა. ამავე წელს კოლექტივმა სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი სახელწოდებით "1" გამოსცა. არტისტების დისკოგრაფია 11 ალბომს ითვლის. ბენდის შემოქმედება ინდი როკსა და ლო-ფაი პოპს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული