Thumbnail

17 წლის მუსიკოსი, ლექსო რატიანი ვიდეოსთან ერთად ახალ კომპოზიციას "ძილი" ავრცელებს. კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციის პირობებში შექმნილი ჩანაწერის პროდიუსერი თორნიკე ჯაფიაშვილი გახლავთ.

ლექსო რატიანმა გიტარაზე დაკვრა და სიმღერების წერა 9 წლის ასაკიდან დაიწყო. ამჟამად ის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, ჯაზის განხრით სწავლობს. ლექსო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯგუფ "არასთან" თანამშრომლობდა. 2019 წელს მუსიკოსმა ბენდის წევრებთან ერთად Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე დაუკრა, შემდეგ Singer Stage-ზე სოლო პერფორმანსითაც წარდგა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული