Thumbnail

შვედურმა მეტალ ჯგუფმა Katatonia ახალი კომპოზიცია The Winter Of Our Passing გაავრცელა. სინგლი კოლექტივის მომავალ ალბომში City Burials შევა, რომელიც გაყიდვაში 24 აპრილს ჩაეშვება.

► ნახეთ: Katatonia - Behind The Blood

► მოუსმინეთ: Katatonia - Lacquer

Katatonia სტოკჰოლმში 1991 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფი რამდენჯერმე დაიშალა. ამ დრომდე კოლექტივს 10 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. ბენდის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია: My Twin, Old Heart Falls და Lethean.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული