Thumbnail

მოუსმინეთ: G-Eazy-მ Radiohead-ის ჰიტი Creep შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Radiohead ჰიტი Creep დააქავერა. კომპოზიციას ის მსახიობ ეშლი ბენსონთან ერთად ასრულებს.

► ნახეთ: G-Eazy, Tory Lanez და Tyga კლიპში Still Be Friends

მუსიკოსმა აგრეთვე საკულტო ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის ჩანაწერი I'm So Tired იმღერა. ტრეკის ორიგინალი ვერსია ლივერპულური ოთხეულის ნამუშევარში the White Album არის წარმოდგენილი, რომელიც 1968 წელს გამოიცა.

ჯერალდ ჯილამმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანების მეორე ნახევარში დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მალევე მოიპოვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული