Thumbnail

ნახეთ: Wale ვიდეორგოლს Sue Me ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვაშინგტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ვალეი მსმენელს კომპოზიციაზე Sue Me გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. გაერთიანების MMG წევრის ჩანაწერში ცნობილი არენბი მუსიკოსი, ქელი ფრაისი მონაწილეობს. კლიპში მაყურებელი ოსკარის ნომინანტ ახალგაზრდა მსახიობს, ლუკას ჰეჯისს იხილავს. ტრეკი რეპერის 2019 წლის ალბომის Wow.. That’s Crazy სინგლია.

► მოუსმინეთ: Wale-მ ახალი ალბომი Wow... That's Crazy გაავრცელა 

► ნახეთ: Wale გადაცემას Tiny Desk Concert ესტუმრა 

► ნახეთ: Wale-მ კომპოზიციის Love... (Her Fault) კლიპი გაავრცელა

Wale-მ (WAin`t Like Everyone) შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს გამოშვებული მიქსტეიპით Paint A Picture დაიწყო. მისი წარმატება ჰიპ ჰოპ კოლექტივში Maybach Music Group გაწევრიანებას უკავშირდება. 2011 წელს რეპერის კომერციულად მომგებიანი სტუდიური ალბომი Ambition გამოვიდა, რომელიც ოქროს სტატუსის მფლობელი მალევე გახდა. მას შემდეგ ვალეიმ კიდევ 4 სტუდიური ნამუშევარი გამოაქვეყნა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული