Thumbnail

Lil Xan კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პანიკური შეტევით საავადმყოფოში მოხვდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

23 წლის კალიფორნიელი რეპერი Lil Xan კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული პანიკური შეტევის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. მუსიკოსის დედამ დასახმარებლად 911-ზე მას შემდეგ დარეკა, რაც ლილ ქსანს ნერვულ ფონზე ჰალუცინაციები დაეწყო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ახლომდებარე კლინიკაში მიიყვანა. ეს ინფორმაცია არტისტმა გამოცემა TMZ-ის თავად დაუდასტურა.

► ნახეთ: Lil Xan-მა XXXTentacion-თან ძველი მიმოწერა გაასაჯაროვა

"ექიმებმა მითხრეს, რომ ჰალუცინაციები პანიკური შეტევის ბრალია. არც კი მახსოვს, რა ხდებოდა იმ მომენტში, საშინელი შეგრძნება იყო. იზოლაციაში თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, სახლში ვარ გამოკეტილი და გარეთ, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, პროდუქტების შესაძენად გავდივარ. ძლიერი სტრესის ქვეშ ვარ", - ამბობს რეპერი.

ლილ ქსანისვე თქმით, სტრესის მიზეზი ისიცაა, რომ მისი ოჯახი სწორედ მუსიკოსის შემოსავალზეა დამოკიდებული. კორონავირუსის პანდემიის გამო კი, ბევრი სხვა არტისტის მსგავსად, კონცერტებს ვერ მართავს და ჰონორარსაც ვერ იღებს.

ნიკოლას დიეგო ლიანოსმა, ფსევდონიმით Lil Xan, მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მას განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Betrayed მოუტანა, რომელმაც პლატინის სტატუსი მოიპოვა. მუსიკოსს ამ დროისთვის ერთი სტუდიური ალბომი Total Xanarchy აქვს გამოცემული. კარიერის განმავლობაში მას ისეთ არტისტებთან უმუშავია, როგორებიც არიან: Diplo, 2 Chainz, Charli XCX და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული