ვეტერანი ჰიპ ჰოპ არტისტი, მელისა არნეტ ელიოტი, სასცენო სახელით Missy Elliott, კომპოზიციაზე Cool Off გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლის პროდიუსერი ატლანტელი მუსიკოსი Wili Hendrix გახლავთ. ტრეკი ელიოტის ბოლო EP-ში სახელწოდებით Iconology შედის, რომელიც გაყიდვაში 2019 წლის აგვისტოში ჩაეშვა.
► ნახეთ: Missy Elliott კლიპს Why I Still Love You ავრცელებს
► მოუსმინეთ: Missy Elliott 5-ტრეკიან ჩანაწერს Iconology ავრცელებს
მისი ელიოტმა მუსიკალური კარიერა 1989 წელს, არენბი ჯგუფში Sista დაიწყო, მოგვიანებით კი ჰიპ ჰოპ კოლექტივ Swing Mob-ს შეუერთდა. სადებიუტო სოლო ალბომი Supa Dupa Fly არტისტმა 1997 წელს გაავრცელა. ჰიტების Get Ur Freak On, One Minute Man და Work It ავტორმა ამ დრომდე, აშშ-ის მასშტაბით, 30 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ 5 გრემის მფლობელი ელიოტი ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ქალ რეპერად ითვლება.
კომენტარები