Thumbnail

ნახეთ: Smino-მ ახალი მიქსტეიპი She Already Decided გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, კრისტოფერ სმიტმა, ფსევდონიმით Smino, ახალი მიქსტეიპი She Already Decided გაავრცელა. ჩანაწერში 16 კომპოზიციაა წარმოდგენილი, მათ შორის ტრეკის Klink რემიქს ვერსია, რომელზეც სმინომ ჰიპ ჰოპ არტისტ T-Pain-თან ითანამშრომლა.

კრისტოფერმა კარიერა 2009 წელს დაიწყო. 2012-ში მან კოლექტივი Zero Fatigue ჩამოაყალიბა. ის Noname-თან და Saba-სთან ერთად სუპერჯგუფის Ghetto Sage წევრია. ამ დრომდე სმინოს ორი სოლო სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული