Thumbnail

მოუსმინეთ: Wiz Khalifa 7-ტრეკიან ჩანაწერს The Saga Of Wiz Khalifa ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პიტსბურგელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კამერონ თომასმა, ფსევდონიმით Wiz Khalifa, კანაფის დღესთან დაკავშირებით ახალი EP სახელწოდებით The Saga Of Wiz Khalifa გაავრცელა. სტუდიური ნამუშევარი 7 კომპოზიციას, მათ შორის სინგლებს Contact და Bammer აერთიანებს. ჩანაწერის ფარგლებში რეპერმა ითანამშრომლა კოლეგებთან: Logic, Megan Thee Stallion, Mustard, Quavo, Ty Dolla Sign, Tyga და K Camp.

► ნახეთ: Wiz Khalifa და Tyga კლიპს Contact ავრცელებენ

► ნახეთ: Wiz Khalifa ვიდეორგოლს Smokin' Section ავრცელებს 

► ნახეთ: Wiz Khalifa, Lil Yachty და Ty Dolla $ign ტრეკს Speed Me Up ასრულებენ 

ვიზ ქალიფამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო, როდესაც მიქსტეიპი Prince Of The City გამოუშვა. თუმცა, საყოველთაო აღიარება მუსიკოსს 2011 წელს გავრცელებულმა ალბომმა Rolling Papers მოუტანა. დღემდე ამ ნამუშევრის ორ მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ჩანაწერის მეორე ნაწილი რეპერმა 2018 წელს გამოსცა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული