Thumbnail

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი გაერთიანების Top Dawg Entertainment წევრი, აიზეა რაშადი მსმენელს თითქმის ოთხწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. რეპერმა ახალი კომპოზიცია Why Worry გამოაქვეყნა, რომლის პროდიუსერიც კანადელი Crooklin გახლავთ.

► ნახეთ: Isaiah Rashad-ის ახალი კომპოზიციის ნაწყვეტი გავრცელდა  

► ნახეთ: Isaiah Rashad-ის ახალი კომპოზიციის ნაწყვეტი გავრცელდა 

► Isaiah Rashad: ქენდრიქ ლამარის ახალი ალბომი თითქმის მზადაა

რაშადმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. რეპერი 2013 წლიდან ლეიბლის TDE წევრია. ის ფართო საზოგადოებამ 2014 წლის მიქსტეიპით Cilvia Demo გაიცნო. ორი წლის შემდეგ კი არტისტმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი The Sun's Tirade ჩაუშვა. სტუდიურმა ნამუშევარმა მსმენელის მოწონება და კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული