Thumbnail

მუსიკოსმა გიორგი მარმა ახალი კომპოზიცია Walk Away გაავრცელა. კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციის პირობებში ჩაწერილ ნამუშევარში ცნობილი ქართული ჯგუფის Afternoon Version ფრონტმენი, გიორგი სიხარულიძე და გიტარისტი, ზურა ძაგნიძე მონაწილეობენ.

► მოუსმინეთ: გიორგი მარმა ორი კომპოზიცია The Storm და Time Machine გაავრცელა

► ნახეთ: Afternoon Version-მა კომპოზიციის Champagne Gold ლაივ ჩანაწერი გაავრცელა

გიტარისტმა გიორგი მარმა შემოქმედებითი კარიერა ჯგუფში Str!ng 2000 წელს დაიწყო. არტისტი ბენდში 9 წლის განმავლობაში უკრავდა. 2010 წელს ჰააგაში მცხოვრებმა მარმა ინტერნეტის საშუალებით ზურა ჯავახია გაიცნო და მასთან ერთად პირველი ქართული ნეტ ბენდი ZurGi შექმნა. 2014 წელს კი, "ზურგის" დაშლის შემდეგ, მუსიკოსმა ახალი კოლექტივი The Black Marrows ჩამოაყალიბა. მომდევნო წელს გიორგიმ ჯგუფთან ერთად სადებიუტო ალბომი Hurricane გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული