Thumbnail

8 წლის ბლუ აივიმ ხელების დაბანის აუცილებლობის საჩვენებლად ექსპერიმენტი ჩაატარა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბიონსეს დედა, ბიზნესმენი და დიზაინერი თინა ნოულსი ინსტაგრამზე თავისი შვილიშვილის, ბლუ აივი კარტერის ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც 8 წლის გოგონა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ხელების დაბანის აუცილებლობის დასამტკიცებლად ექსპერიმენტს ატარებს.

► Beyoncé-ს და Jay-Z-ის 7 წლის შვილმა პირველი მუსიკალური ჯილდო მიიღო

"აი, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ხელების დაბანა - ამ პატარა ჭურჭელში სხვადასხვა თხევადი საპონი ავურიე. წარმოვიდგინოთ, რომ დიდ ჯამში ჩაყრილი წიწაკა კორონავირუსია. თუ საპონში ამოვლებულ თითს ჯამში ჩაყოფთ, დაინახავთ, როგორ გაქრება ვირუსი. თუ სისუფთავეს არ შეინარჩუნებთ, შეიძლება, ავად გახდეთ. იმედი მაქვს, ყველა უსაფრთხოდ ხართ. გთხოვთ, საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები და დარჩით სახლში. მიყვარხართ", - ამბობს გოგონა.

მუსიკალურ ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანი წყვილის, ბიონსესა და ჯეი ზის ქალიშვილი მუსიკით თავადაც არის დაინტერესებული. მისი დებიუტი რეპერის 2017 წლის ალბომში 4:44 შესული ნამუშევრით Blue's Freestyle შედგა, რომელშიც ის მამასთან ერთად რეპავს. ბლუ აივი ბიონსეს კურატორობით შექმნილ ჩანაწერში The Lion King: The Gift შესული ტრეკის Brown Skin Girl ერთ-ერთი ავტორი და შემსრულებელიცაა, რისთვისაც 2019 წელს ღონისძიებაზე Soul Train Awards პირველი ჯილდო მიიღო წლის ჩანაწერის კატეგორიაში.

კომენტარები

ბოლოს დამატებული