Thumbnail

ჯენიფერ ლოპესს ინსტაგრამზე ფოტოს გამოქვეყნებისთვის უჩივიან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ნიუ იორკში მოღვაწე ფოტოგრაფი, შატერბაგ სტივ სენდსი ამერიკელ პოპვარსკვლავ ჯენიფერ ლოპესს მის მიერ გადაღებული სურათის უნებართვოდ გამოყენებისთვის სასამართლოში უჩივის და 150 000 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციას მოითხოვს. სარჩელის თანახმად, არტისტმა ინსტაგრამზე ფოტო ისე განათავსა, რომ კადრის ავტორისთვის ჰონორარი არ გადაუხდია. ხელოვანმა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოს როგორც მომღერლის, აგრეთვე, მისი კომპანიის Nuyorican Productions წინააღმდეგ მიმართა.

► კიმ კარდაშიანს ქანიე ვესთთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებისთვის უჩივიან

პოპულარულ სოციალურ პლატფორმაზე 2017 წლის 23 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტს ამ დროისთვის 656 340 მოწონება აქვს.

აღსანიშნავია, რომ საავტორო სურათების გამოქვეყნებისთვის ფოტოგრაფებს არაერთი ცნობილი ადამიანისთვის უჩივლიათ, მათ შორის არიან არიანა გრანდე და ჯასტინ ბიბერი, რომლებმაც სასამართლო დავები ფოტოს ავტორებთან შეთანხმების გააფორმებით დაასრულეს.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბუთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული