Thumbnail

ნახეთ: Aprilee-მ და ბაჩო სვანიძემ ონლაინ კონცერტი გამართეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ირაკლი ლომსაძემ, ფსევდონიმით Aprilee და პროდიუსერმა ბაჩო სვანიძემ სტუდია Lenø Records-ის პროექტში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის ღონისძიებების ონლაინ რეჟიმში გამართვას ითვალისწინებს. ირაკლის თქმით, მათ სესია "ლენო რექორდსის" დამფუძნებლის შვილის, ლენო გვარჯალაძის ხსოვნას მიუძღვნეს.

► ნახეთ: Aprilee - Soul Rental 

აღსანიშნავია, რომ ირაკლისა და ბაჩოს კოლაბორაციას დუეტის სახე არ აქვს. თუმცა, კოლეგები ხშირად თანამშრომლობენ.

ირაკლი ლომსაძემ მუსიკალური კარიერა 2017 წელს გავრცელებული სადებიუტო ტრეკით Dare დაიწყო. თავდაპირველად არტისტი ფსევდონიმით Drane მოღვაწეობდა. შემსრულებელი რეჩიტატივს ძირითადად ინგლისურ ენაზე კითხულობს.

ბაჩო სვანიძემ კი პოპულარობა ანანო სიხარულიძესთან ერთად 2010 წელს ჩამოყალიბებული ელექტროპოპ დუეტით SvanSikh მოიპოვა. 2011 წელს პროექტმა სადებიუტო EP სახელწოდებით Pitch It გამოუშვა. მისი ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია: I Wanna Be Your Lover, Pitch It, I Have To Go და Stella.

კომენტარები

ბოლოს დამატებული