Thumbnail

ნახეთ: სტივი უანდერმა ონლაინ კონცერტზე ბილ უიზერსის Lean on Me შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, სტივი უანდერმა საქველმოქმედო ონლაინ კონცერტზე One World: Together At Home ახლახან გარდაცვლილი არტისტის, ბილ უიზერსის ხსოვნის პატივსაცემად მისივე კომპოზიცია Lean on Me დააქავერა. მან აგრეთვე თავისი სიმღერა Love’s in Need of Love Today შეასრულა.

► ნახეთ: მსოფლიო ვარსკვლავებმა კონცერტი One World: Together At Home გამართეს

► ჰიტის Ain't No Sunshine ავტორი, ბილ უიზერსი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

"რთულ პერიოდში ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ. ჩემს გარდაცვლილ მეგობარს, ბილ უიზერსს ამ თემაზე არაჩვეულებრივი სიმღერა აქვს დაწერილი. მინდა, რომ დღეს ის ყველამ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ", - თქვა უანდერმა სიმღერის დაწყებამდე.

Lean on Me ბილ უიზერსმა 1972 წელს გამოუშვა. სინგლი მუსიკოსის რიგით მეორე ალბომში Still Bill შედის. კომპოზიცია გამოცემა Rolling Stone-მა ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის ჩამონათვალში შეიტანა.

სტივი უანდერმა შემოქმედებითი კარიერა 1961 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი The Jazz Soul of Little Stevie გაავრცელა. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტი როგორც როკ-ენ-როლის, ასევე, სონგრაითერების დიდების დარბაზის წევრია. 25 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული