Thumbnail

ნახეთ: D Smoke და Snoop Dogg კლიპში Gaspar Yanga

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დანიელ ფარისმა, ფსევდონიმით D Smoke, კომპოზიციაზე Gaspar Yanga გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. მის ჩანაწერში ლეგენდარული სნუპ დოგი მონაწილეობს. ნამუშევარი დი სმოუქის მიერ წლის დასაწყისში გამოცემული ალბომის Black Habits ერთ-ერთი სინგლია.

► ნახეთ: D Smoke ვიდეორგოლს Black Habits აქვეყნებს

დი სმოუქმა მუსიკალური მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო და ამავე წელს ალბომი Producer Of The Year გამოაქვეყნა, თუმცა, ჩანაწერს წარმატება არ მოჰყოლია. ამის შემდეგ ფარისმა 15-წლიანი შემოქმედებითი პაუზა აიღო. 2019 წელს არტისტი ცნობილი საკაბელო ტელევიზიის Netflix მუსიკალური გადაცემის Rhythm + Flow გამარჯვებული გახდა. 2020 წლის თებერვალში მან ახალი სტუდიური ნამუშევარი Black Habits გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ფარისი თანამედროვე ჰიპ ჰოპის გამორჩეული ლეიბლის Top Dawg Entertainment წევრი მუსიკოსის, SiR-ის ძმა გახლავთ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული