Thumbnail

გრემის მფლობელი ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი, შაია აბრაამ-ჯოზეფი, ფსევდონიმით 21 Savage, მსმენელს 5-თვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ ახალი კომპოზიციით Secret დაუბრუნდა. ატლანტელი რეპერის სასიყვარულო თემატიკის ჩანაწერში მომღერალი Summer Walker მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ტრეკში ცნობილი არენბი ჯგუფის Xscape ნამუშევრის My Little Secret სემპლია გამოყენებული.

► მოუსმინეთ: 21 Savage - On The Inside 

► ნახეთ: Alicia Keys და 21 Savage კლიპს Show Me Love ავრცელებენ 

► მოუსმინეთ: 21 Savage - Immortal 

სევიჯმა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. შემსრულებლის დისკოგრაფია კოლაბორაციულ ალბომს, ორ სტუდიურ ჩანაწერს, ამდენივე მიქსტეიპსა და EP-ის აერთიანებს. მათგან მსმენელისა და კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება ნამუშევრებმა Issa Album და Savage Mode დაიმსახურეს. ამ უკანასკნელზე სევიჯმა ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერთან, მეთრო ბუმინთან ითანამშრომლა. რეპერს წარმატება მისი მონაწილეობით შექმნილმა ჰიტმა Rockstar მოუტანა. ტრეკი ბილბორდის მუსიკალური ჩარტის პირველ პოზიციას 8 კვირის განმავლობაში არ თმობდა. სტრიმინგ პლატფორმის Spotify სათავეში კი კომპოზიციამ 108 დღე დაჰყო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. 2020 წელს ატლანტელმა მუსიკოსმა კომპოზიციისთვის A Lot პირველი გრემის ჯილდო დაიმსახურა. რეპერმა თაყვანისმცემლებს თავი რეჩიტატივის კითხვის სახასიათო მანერით დაამახსოვრა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული