Thumbnail

როჯერ უოტერსი: Pink Floyd-ის აღდგენა საშინელი იდეაა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ინგლისელმა მუსიკოსმა, როჯერ უოტერსმა გამოცემა Rolling Stone-თან ვიდეოინტერვიუში განაცხადა, რომ ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Pink Floyd-ის აღდგენა "წარმოუდგენლად საშინელი" გადაწყვეტილება იქნება. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ბენდის სხვა წევრებს, დევიდ გილმორსა და ნიკ მეისონს ალბომის Animals ფირფიტის განახლებულ ვერსიაზე მუშაობა შესთავაზა, თუმცა, თანხმობა ვერ მიიღო.

► ნახეთ: როჯერ უოტერსმა კორონავირუსით გარდაცვლილი ჯონ პრაინის Paradise შეასრულა

"მგონი, ძალიან კარგი იქნებოდა ჩანაწერის განახლება. მე მათ სხვადასხვა თემაზე დემოკრატიულად ხმის მიცემაც შევთავაზე იმის მიუხედავად, რომ სულ სამნი ვიყავით. თუმცა, ესეც არ ისურვეს. ღმერთმა უწყის, რატომ. შეხვედრის დროს Pink Floyd-ის აღდგენაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ეს წარმოუდგენლად საშინელი გადაწყვეტილება იქნება. ვინც კოლექტივის მოღვაწეობის დროს ჯგუფის თაყვანისმცემელი იყო, ახლა შესაძლოა, სულ სხვა ხედვები ჰქონდეს. ამას უნდა შევეგუოთ", - ამბობს უოტერსი.

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ Pink Floyd-ს?

Pink Floyd ლონდონში 1965 წელს ჩამოყალიბდა და მალევე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბენდად იქცა. ჯგუფს სულ 15 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგანაც 5 სხვადასხვა დროს ბილბორდის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა. განსაკუთრებით წარმატებული 1973 წელს გამოსული The Dark Side of the Moon გამოდგა, რომელიც Billboard 200-ში რეკორდული დროის, 943 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული