Thumbnail

მოუსმინეთ: Westside Gunn ახალ ალბომს Pray For Paris ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ელვინ ვორთიმ, ფსევდონიმით Westside Gunn, გაყიდვაში ახალი ალბომი Pray For Paris ჩაუშვა. გაერთიანება Griselda-ს დამაარსებელი წევრის რიგით მესამე სტუდიური ნამუშევარი 13 ტრეკს მოიცავს, რომლებიც არაერთ სახელოვან კოლეგასთან თანამშრომლობითაა ჩაწერილი, მათ შორის არიან: Conway The Machine, Benny The Butcher, Joey Badass, Tyler, The Creator, Freddie Gibbs, Roc Marciano, Boldy James და სხვა. აღსანიშნავია, რომ კომპოზიციების ბითებზე ლეგენდარულმა და გამორჩეულმა თანამედროვე პროდიუსერებმა: The Alchemist, Beat Butcha, Daringer, DJ Muggs, DJ Premier და Tyler, The Creator იმუშავეს.

► მოუსმინეთ: Griselda ალბომს WWCD ავრცელებს 

► 2020 წელს Westside Gunn და Madlib ერთობლივ ალბომს გამოუშვებენ 

► ნახეთ: Royce Da 5'9" და Westside Gunn კლიპს Overcomer ავრცელებენ 

ვესთსაიდ განის თქმით, სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობა პარიზში დიზაინერ ვირჯილ აბლოს ჩვენებაზე დასწრების შემდეგ გადაწყვიტა. ალბომის გარეკანის ავტორი სწორედ ვირჯილი გახლავთ.

ვესთსაიდ განმა მუსიკალური მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო და ორ წელიწადში საკუთარ ძმასთან, ქანვეისთან ერთად გაერთიანება Griselda ჩამოაყალიბა. კოლექტივის წევრები პირველი ბუფალოელი რეპერები არიან, რომლებმაც კონტრაქტი მსხვილ ლეიბლებთან Shady Records და Roc Nation გააფორმეს. ანდერგრაუნდ ემსის შემოქმედება 20-ზე მეტ სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. ხანმოკლე მუსიკალური კარიერის განმავლობაში ელვინმა ისეთ გავლენიან კოლეგებთან მოასწრო თანამშრომლობა, როგორებიც არიან: Madlib, The Alchemist, Dj Muggs, Dj Premier, MF Doom, Eminem, Black Thought, 50 Cent, Pete Rock და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული