Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, უოლტერ მარტინმა საქველმოქმედო სინგლი Quarantine Boogie (Loco) და მასზე შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელა. სიმღერის გაყიდვიდან შემოსული თანხა ორგანიზაცია City Harvest-ს გადაეცემა, რომელიც ნიუ იორკში საჭიროებების მქონე ადამიანებს საკვები პროდუქტებით ამარაგებს. კომპოზიციაში ბექვოკალს პოპულარული ჯგუფის, The National-ის ფრონტმენი, მეთ ბერნინგერი ასრულებს. 

უოლტერმა პოპულარობა ინდი როკ ბენდში The Walkmen მოღვაწეობით მოიპოვა. ის ჯგუფის წევრი 13 წლის განმავლობაში გახლდათ. კოლექტივის მიერ გაურკვეველი ვადით პაუზის აღების შემდეგ, 2013 წელს მან სოლო კარიერა დაიწყო და 7 ალბომის გამოცემაც მოასწრო. მარტინი აგრეთვე კომპოზიციებს ქმნის ფილმებისთვის, სატელევიზიო შოუებისა და რეკლამებისთვის.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული