Thumbnail

ქუთაისელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ლუკა კვარაცხელიამ, ფსევდონიმით Kid L, კომპოზიცია Bangkok გამოაქვეყნა. ჩანაწერში მისი პოპულარული კოლეგა, შემოქმედებითი გაერთიანების LTFR წევრი, სანდრო ფოფხაძე, სასცენო სახელით DRO მონაწილეობს. 

► მოუსმინეთ: KID L & TAHA - დარსი 

► მოუსმინეთ: მასტერი - Dance Ft. Kid L 

► მოუსმინეთ: Dilla, DRO და Kordz ახალ კომპოზიციას ICO ავრცელებენ 

ლუკა კვარაცხელია ახალგაზრდა არტისტია, რომელმაც მუსიკალური მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება რამდენიმე ნამუშევარს აერთიანებს, რომელთაგანაც შედარებით ცნობილი კომპოზიციებია: "იალქნები", "ავოკადო", "მე ვადნობ"და "ზეცისკენ სწრაფვა". ქიდ ელის 2018 წლის ტრეკმა "ინდიგო" კი განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერმა იუთუბზე 276 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული