Thumbnail

ნახეთ: რიტა ორამ ფელონის შოუში კომპოზიცია How to Be Lonely შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, რიტა ორამ ჯიმი ფელონის ღამის შოუში კომპოზიცია How to Be Lonely შეასრულა. კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციაში მყოფი არტისტი გადაცემაში საკუთარი სახლიდან ჩაერთო.

► მოუსმინეთ: Rita Ora - How To Be Lonely

► ნახეთ: რიტა ორამ კლიპი New Look დუბაიში გადაიღო

How to Be Lonely რიტა ორას რიგით მესამე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოცემასაც მუსიკოსი 2020 წელს გეგმავს.

რიტა ორამ შემოქმედებითი კარიერა 2007 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა R.I.P, How We Do და Anywhere მოუტანა. დღესდღეობით ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრიტანელ პოპ შემსრულებლად ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული