Thumbnail

იაპონელი გიტარისტი, რიო კავასაკი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

იაპონელი გიტარისტი, რიო კავასაკი 73 წლის ასაკში ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის გვერდზე მისმა შვილმა გაავრცელა. სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"სანამ შენი მუსიკა იარსებებს, შენც ცოცხალი იქნები. ჩვენ გავაგრძელებთ შენს გზას. მიყვარხარ და ნახვამდის, მამა", - წერს ტანე კავასაკი სოციალურ ქსელში.

Falling asleep to the sound of you practicing. The smell of black coffee mingled with camel straights. American cheese...

Posted by Tane Kawasaki Saavedra on Monday, April 13, 2020

 

ჯაზ ფიუჟენის ერთ-ერთმა პიონერმა, რიო კავასაკიმ მოღვაწეობა 1967 წელს დაიწყო. არტისტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მუსიკის ტექნოლოგიის განვითარების ისტორიაში, კერძოდ, იმუშავა გიტარის სინთეზატორის შექმნაზე. ის ერთ-ერთი პირველი იაპონელი ჯაზ მუსიკოსია, რომელმაც ამერიკულ ლეიბლ RCA Records-თან გააფორმა კონტრაქტი და მასზე 1976 წლის ალბომი Juice გამოსცა. კავასაკიმ კარიერის განმავლობაში 30-ზე მეტი სოლო სტუდიური ჩანაწერის გამოცემა მოასწრო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული