Thumbnail

დემი ლოვატო: სელენა გომესთან აღარ ვმეგობრობ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელ პოპვარსკვლავ დემი ლოვატოს ჟურნალ Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში ბავშვობის მეგობრის, მომღერალ სელენა გომესის ინსტაგრამის პოსტის კომენტირება სთხოვეს, რომელიც მან გრემის 62-ე ცერემონიაზე დემის პერფორმანსს მიუძღვნა და მუსიკოსის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. პასუხად დემიმ განაცხადა:

► ნახეთ: დემი ლოვატომ ჯიმი ფელონის შოუში ჩართვისას I Love Me შეასრულა

► ნახეთ: დემი ლოვატომ Super Bowl-ზე აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა

"როცა ვიღაცასთან ერთად იზრდები, ის სამუდამოდ იკავებს ადგილს შენს გულში. ჩვენ დღეს უკვე აღარ ვმეგობრობთ. თუმცა, სელენა ყოველთვის მეყვარება და მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ".

აღსანიშნავია, რომ დემი გრემის დაჯილდოების სცენაზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც, პირადი პრობლემების, მათ შორის ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის გამო, გრძელვადიანი შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა აღებული.

"ვისურვებდი, სიტყვებით შემეძლოს იმის აღწერა, როგორი ლამაზი, შთამაგონებელი და დამსახურებული იყო ეს გამოსვლა. დემი, ძალიან მიხარია. მადლობა გამბედაობისა და სიმამაცისთვის", - დაწერა სელენამ ინსტაგრამის სთორიში, როცა ლოვატომ სიმღერის Anyone შესრულება დაასრულა.

დემი და სელენა ტელეკომპანია Disney-ს სიტკომში Sonny with a Chance მონაწილეობდნენ, შემდეგ კი ფილმში Princess Protection Program შეასრულეს მთავარი როლები. მათ კოლაბორაციული სიმღერაც აქვთ ჩაწერილი მაილი საირუსთან და Jonas Brothers-თან ერთად.

კომენტარები

ბოლოს დამატებული