Thumbnail

რატომ იყიდა ჯორჯ მაიკლმა პიანინო, რომელზეც ჯონ ლენონმა Imagine დაწერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ფორტეპიანო The Steinway Model Z, რომელზეც ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჯონ ლენონმა ცნობილი სოლო კომპოზიცია Imagine დაწერა, 1992 წელს ერთ-ერთი კერძო კოლექციონერის საკუთრება გახდა, რომელმაც ინსტრუმენტი დროებით ლივერპულში მდებარე "ბითლზის" მუზეუმს გადასცა, წლების შემდეგ კი მისი სარფიანად გაყიდვა გადაწყვიტა. 2000 წელს გამართულ ონლაინ აუქციონში არაერთმა ინგლისელმა არტისტმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ ლიამ და ნოელ გალაჰერები ჯგუფ "ოაზისიდან", რობი უილიამსი და სხვები. თუმცა, საბოლოოდ, პიანინო 2,1 მილიონ დოლარად ჯორჯ მაიკლს დარჩა.

► ჯონ ლენონს არ სჯეროდა, რომ Imagine ჰიტი გახდებოდა

როგორც მომღერალმა ინსტრუმენტის შეძენის შემდეგ აღნიშნა, ის აპირებდა, ინსტრუმენტი მუზეუმისთვის დაებრუნებინა.

"რადგან ახალ სტუდიურ ჩანაწერზე ვმუშაობ, ვფიქრობ, რამდენიმე თვით დავიტოვებ, შემდეგ კი ლივერპულის მუზეუმს დავუბრუნებ - იქაა მისი ადგილი. ეს არ არის პიანინო, რომელიც საცავში უნდა იყოს შენახული, ხალხს მისი ხილვა უნდა შეეძლოს. რის დაწერას ვაპირებ მასზე? ეს ნამდვილად არ იქნება Imagine-ის მეორე ნაწილი. ვერასდროს შევქმნი ისეთივე ღირებულ კომპოზიციას, როგორიც ლენონის ეს ჰიმნია", - ამბობდა მაშინ ჯორჯ მაიკლი, თუმცა, უცნობია, დაწერა თუ არა მასზე კომპოზიცია.

ფოტო: Reuters

ფორტეპიანო 1970 წელს ჰამბურგში დამზადდა. ჯონ ლენონმა ახალ ინსტრუმენტზე დაწერილი კომპოზიცია 1971 წელს გაავრცელა. სიმღერამ მსმენელებისა და კრიტიკოსების მოწონება გამოსვლისთანავე დაიმსახურა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული