პოპულარული ამერიკული როკ ჯგუფის, Foo Fighters-ის ფრონტმენმა, დეივ გროლმა კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციაში მყოფი მსმენელებისთვის ფლეილისტი შეადგინა. მუსიკოსმა სიაში სულ 10 კომპოზიცია შეიტანა, მათ შორის ისეთი ცნობილი არტისტების ნამუშევრები, როგორებიც არიან: The Beatles, LCD Soundsystem, Alice Cooper და სხვები.
► დეივ გროლი: Foo Fighters რომ შევქმენი, Nirvana-ს ფანებს შევძულდი
► დეივ გროლი: Foo Fighters-ის ახალი ალბომი მზადაა
დეივ გროლი 1990-94 წლებში ლეგენდარული ჯგუფის Nirvana დრამერი იყო. კურტ კობეინის თვითმკვლელობისა და ბენდის დაშლის შემდეგ კი მუსიკოსმა როკ კოლექტივი Foo Fighters შექმნა. არტისტმა ორივე ჯგუფში მოღვაწეობისას სულ 16 გრემი მოიპოვა.
კომენტარები