Thumbnail

ნახეთ: საფრანგეთის სიფონიურმა ორკესტრმა ონლაინ "ბოლერო" შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

საფრანგეთის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წევრებმა ცნობილი ფრანგი კომპოზიტორის, მორის რაველის ნაწარმოები "ბოლერო" (Le Boléro) შეასრულეს. კორანავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფმა მუსიკოსებმა თავიანთ ინსტრუმენტებზე ონლაინ, სახლებიდან დაუკრეს.

"ბოლერო" მორის რაველმა 1928 წელს საბალეტო წარმოდგენისთვის დაწერა. ნაწარმოები ამავე წლის 22 ნოემბერს პარიზის ოპერის თეატრში ბალერინა იდა რუბინშტეინის გამოსვლისას შესრულდა. ორკესტრს ფრანგი დირიჟორი, ვალტერ სტრარამი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული