Thumbnail
ფოტო: Dazed Digital

ბილი აილიში: კაბა რომ ჩავიცვა, ამაზეც გამაკრიტიკებენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ბრიტანულ გამოცემა Dazed-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ინსტაგრამის ე.წ. ტროლების მიმართ, რომლებიც მას ვიზუალის გამო მუდმივად აკრიტიკებენ, უძლურია.

► ბილი აილიში: შარშან ჩემი სხეული რომ ვნახე, ვერ ვიცანი

► ბილი აილიში: წვენების მაღაზიაში მინდოდა მუშაობა, შემდეგ კი უეცრად გრემი მოვიგე

► ბილი აილიში: თვითიზოლაციაში ყოფნა ძალიანაც მომწონს, მარტოობით ვტკბები

"წლის დასაწყისში სოციალურ ქსელში ფოტო დავდე, რომელშიც ჰავაიზე საცურაო კოსტიუმში ვიყავი გამოწყობილი. საშინელი კომენტარები მოჰყვა. ხალხი წერდა, რომ აღარ მოვწონდი, რადგან 18 წლის გავხდი თუ არა, გამომწვევი გავხდი. მათ წინააღმდეგ რთულია გამარჯვება, უძლური ვარ. როგორც არ უნდა გამოვიყურებოდე, აგრესია მაინც წამოვა. კაბა რომ ჩავიცვა, ამისთვისაც შემიძულებენ. იტყვიან, რატომ შეიცვალე და გახდი ისეთი გოგო, როგორიც თავად არასდროს მოგწონდაო. არასდროს მითქვამს, რომ რაიმე არ მომწონდა. უბრალოდ, ვიცვამ იმას, რაც მინდა. თავი უნდა ვიგრძნო კომფორტულად, თუ მომწონს ჩემი მუცელი, მინდა გამოვაჩინო და ასე ვიგრძნო კომფორტულად თავი", - ამბობს მუსიკოსი.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული