Thumbnail

დევიდ გილმორმა ლეონარდ კოენის Bird on the Wire და So Long, Marianne შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, დევიდ გილმორმა, თავისი ცოლის, პოლი სემსონის ახალი წიგნის Theater for Dreamers ონლაინ პრეზენტაციის ფარგლებში, კანადელი არტისტის, ლეონარდ კოენის კომპოზიციები Bird on the Wire და So Long, Marianne შეასრულა.

Bird on the Wire

 So Long, Marianne

დევიდ გილმორმა მუსიკალური მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. ის ლეგენდარულ ჯგუფ Pink Floyd-ს 1968 წელს შეუერთდა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა ბენდთან ერთად 250 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. 1996 წელს ის კოლექტივთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. გილმორს 4 სოლო სტუდიური ალბომიც აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული