Thumbnail

ქართველმა ჰიპ ჰოპ არტისტებმა, გიორგი კვანჭახაძემ, ფსევდონიმით K'A და გიორგი ქებურიამ, სასცენო სახელით Kay G, ახალი კომპოზიცია Goa Flow და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს. ჩანაწერის პროდიუსერი არჩილ შუბლაძე, იგივე Proffeny გახლავთ. ქეი`ეის თქმით, ტრეკი 2017 წელს ჩაიწერა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, ნამუშევრის გამოქვეყნება აქამდე ვერ მოხერხდა.

► მოუსმინეთ: K'A - CEO Ft. D3aler 

► ნახეთ: Kay G ტრეკებს Phoenix და '96 ასრულებს 

► მოუსმინეთ: Lukasoprom - ქარტეხილი Ft. K'A & Kay G 

ქეი`ეიმ მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი დისკოგრაფია რამდენიმე ოფიციალურ მიქსტეიპსა და 2017 წელს გავრცელებულ სადებიუტო სტუდიურ ალბომს "ტრიუმფალური თაღი" მოიცავს. არტისტი შემოქმედებითი გაერთიანების BAZA ერთ-ერთი დამაარსებელია. კოლექტივში, რომელიც 2010-იანი წლების ბოლოს დაიშალა, K'A-სთან ერთად, პოპულარული ქართველი შემსრულებლები: სინკა, ჩესტერი და თერიკა წევრიანდებოდნენ. 

ქეი ჯიმ კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი ცნობილი ტრეკებია "მინანქარი", "კერძო საკუთრება", "ჩემით", "260-6" და სხვა. 2015 წელს არტისტი პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" შეუერთდა და მიშკა მგალობლიშვილთან, იგივე Young Mic-თან ერთად ისეთი კომპოზიციები გაავრცელა, როგორებიცაა "ხლაპუშკა" და "თსლ შავი ზედა". 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Apollo 11 გაავრცელა. ერთი წლის შემდეგ კი გიორგიმ ახალი EP სახელწოდებით Trauma '96 გამოაქვეყნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული