Thumbnail

50 Cent: ტეკაში მირჩევნია ჩემს ბიოლოგიურ შვილ მარკიზს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულ ჰიპ ჰოპ არტისტ, კურტის ჯექსონს, ფსევდონიმით 50 Cent, ინსტაგრამზე პირდაპირი ჩართვისას ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია რეპერ Tekashi 6ix9ine-თან მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ციხიდან გაათავისუფლეს.

► 50 Cent: ფოფ სმოუქი ყველასგან განსხვავდებოდა, მე ის ძალიან მიყვარდა

► 50 Cent: თვითიზოლაციის პერიოდში ბევრი ადამიანი გასუქდება

"არა, ტეკაშისგან არაფერი მსმენია. ახლა დედასთან უნდა იყოს, რადგან ყველა დაასმინა. თუმცა, ის უფრო კარგი ადამიანია, ვიდრე ჩემი ვაჟი მარკიზი. ტეკაშის უფრო მივიღებ შვილად, ვიდრე ჩემს ბიოლოგიურ შვილს. ეშმაკსაც წაუღია მარკიზი", - ამბობს რეპერი.

მუსიკოსის ამ განცხადებას ინსტაგრამის სთორიში გამოეხმაურა 24 წლის მარკიზი:

"არ მინდა, მამაჩემთან რაიმე მაკავშირებდეს. ვირთხა ურჩევნია? ძალიან სასაცილოა, რა სულელია".

50 Cent-სა და მარკიზს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც რეპერი მის დედას, შანიკა ტომპკინს დაშორდა. ამ უკანასკნელის თქმით, მუსიკოსი ვაჟზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ამასთან, ქალმა არტისტი ლონგ აილენდზე მდებარე 4-მილიონ დოლარად შეფასებული სახლის დაწვაში საჯაროდ დაადანაშაულა, რის გამოც ცილისწამებისთვის 50 Cent-მა უჩივლა. 2014 წელს რეპერმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მარკიზი დედის გავლენის ქვეშ მოექცა და სწორედ მის შეხედულებებს იზიარებდა.

როგორც ცნობილია, მუსიკოსს სხეულზე ტატუ Marquise აქვს ამოსვირინგებული.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს მარკიზმა მამამისი სადებიუტო სინგლში Different გადისა.

"რა განსხვავებაა ჩემსა და შენს შორის?
შენ კარგად საუბრობ
მაგრამ არ აკეთებ იმას, რასაც წესით უნდა აკეთებდე", - რეპავს მარკიზი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული