Thumbnail

ნახეთ: King Princess მუსიკალურ გადაცემაში Tiny Desk Concert

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი მუსიკოსი, მიქეილა სტრაუსი, ფსევდონიმით King Princess, მედიაპლატფორმას National Public Radio ესტუმრა. არტისტმა გადაცემაში Tiny Desk Concert სადებიუტო ალბომში Cheap Queen შესული კომპოზიციები: Isabel’s Moment, Prophet და Homegirl შეასრულა. კორონავირუსის პანდემიის გამო მუსიკოსმა ეპიზოდი საკუთარ სახლში ჩაწერა.

► მოუსმინეთ: King Princess სადებიუტო ალბომის Cheap Queen დელუქს ვერსიას ავრცელებს

► ნახეთ: King Princess-მა SNL-ში კომპოზიციები 1950 და Hit The Back შეასრულა

21 წლის არტისტმა სადებიუტო სინგლი "1950" 2018 წლის თებერვალში გამოუშვა. კომპოზიციამ მალევე ოქროს სტატუსი მოიპოვა. მიქეილას თქმით, მისი სიმღერები ძირითადად ლესბოსურ სიყვარულსა და ამ თემის ირგვლივ არსებულ სტიგმებს ეხება. მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Cheap Queen მიმდინარე წლის ოქტომბერში გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული