Thumbnail

მოუსმინეთ: Aphex Twin ექვს ახალ კომპოზიციას ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსი, რიჩარდ ჯეიმსი, სასცენო სახელით Aphex Twin, ექვს ახალ ტრეკს: m11st lon, prememory100N pt2, tha2, s8v1 [brooklyn], Tha2 [world scam mix] და qu 1 ავრცელებს. მუსიკოსმა კომპოზიციები საუნდქლაუდზე მომხმარებლით user18081971 ატვირთა.

► Aphex Twin: თუ სახლში პატიმარივით გამოგკეტეს, პოლიციურ სახელმწიფოში ცხოვრობ

► ნახეთ: Aphex Twin-მა მანჩესტერში გამართული კონცერტის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

Aphex Twin თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად ითვლება. მან მოღვაწეობა ეისიდ ტექნოს ჟანრში დაიწყო. 1992 წელს კი სადებიუტო ალბომი Selected Ambient Works 85–92 გამოუშვა, რომელმაც მელომანთა და კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა.

1997 წელს გავრცელებულმა EP-მ Come to Daddy და 1999 წლის სინგლმა Windowlicker მუსიკოსი მსმენელთა ფართო მასებს გააცნო. 2001 წელს ჩაწერილი Drukqs-ის შემდეგ, არტისტს Aphex Twin-ის სახელით სტუდიური ალბომი არ გამოუცია. თუმცა, 2014 წელს ის თაყვანისმცემლებს ახალი ნამუშევრით Syro დაუბრუნდა, რომელმაც საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში გრემის ჯილდო მოიპოვა. 2018 წლის 14 სექტემბერს კი მუსიკოსმა EP სახელად Collapse გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული