Thumbnail

ნახეთ: Black Thought გადაცემას Tiny Desk Concert ესტუმრა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიანი ჰიპ ჰოპ არტისტი, თარიქ თროთერი, ფსევდონიმით Black Thought, პლატფორმა National Public Radio-ს ცნობილი გადაცემის Tiny Desk Concert სტუმარი გახლდათ. კორონავირუსის პანდემიის გამო ვეტერანმა რეპერმა პერფორმანსი თვითიზოლაციაში გამართა. ლეგენდარული კოლექტივის The Roots ლიდერმა შოუში სტუდიური ნამუშევრის Streams Of Thought პირველ და მეორე ნაწილებში შესული კომპოზიციები შეასრულა. ამასთან, მან რამდენიმე ახალი ტრეკი წარმოადგინა, რომლებიც ხსენებული ჩანაწერის მესამე ნაწილში შევა.

► მოუსმინეთ: რეპერი Black Thought ჩანაწერს Streams Of Thought Vol. 2 ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Freddie Gibbs & Madlib - Education Ft. Yasiin Bey & Black Thought 

► ფილადელფიაში გამზირის მონაკვეთს ჯგუფის The Roots სახელი უწოდეს 

ბლექ თოთი ლეგენდარული კოლქეტივის The Roots ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის გაერთიანების ერთადერთი წევრია, რომელიც რეჩიტატივს კითხულობს. იმის მიუხედავად, რომ თოთს სოლო ალბომი დღემდე არ გაუვრცელებია, არაერთი გავლენიანი გამოცემა მას ყველა დროის საუკეთესო რეპერებს შორის ასახელებს. 2018 წელს ემსიმ EP-ის Streams Of Thought პირველი და მეორე ნაწილი გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული