Thumbnail

ბილი აილიში: წვენების მაღაზიაში მინდოდა მუშაობა, შემდეგ კი უეცრად გრემი მოვიგე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ბრიტანულ გამოცემა Dazed-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოზარდობის პერიოდში სულაც არ ფიქრობდა შოუბიზნესში მოხვედრაზე და ნატურალური წვენების მწარმოებელ კომპანია Jamba Juice-ში სურდა მუშაობის დაწყება.

► ბილი აილიშმა Grammy-ზე რეკორდი მოხსნა

► ბილი აილიში: ახლა ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი მიდგას

"შოუბიზნესში მოხვედრაზე არასოდეს მიფიქრია. წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა ხდებოდა ამ სფეროში. მინდოდა, Jamba Juice-ში დამეწყო მუშაობა. შემდეგ კი ისე მოხდა, რომ გრემი მოვიგე. ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო. არიანა გრანდესა და ლანა დელ რეის გვერდით აღმოვჩნდი. წარმოიდგინეთ, ბიონსე იყო ნომინირებული და მე მოვიგე, ძალიან შემრცხვა. არ დამიმსახურებია ეს ჯილდო, მათ ეკუთვნოდათ", - ამბობს ბილი აილიში.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული