Thumbnail

Tekashi 6ix9ine: რატომ მიწოდებს ყველა ჩამშვებს? რამე გამომრჩა?

პოპულარული ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, Tekashi 6ix9ine ციხეში კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირების მიზეზით რამდენიმე დღის წინ შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. მუსიკოსს სასჯელის მოხდის ეს ფორმა სოციალური ქსელების მოხმარებას არ უკრძალავს. მას ინსტაგრამზე პოსტი ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ბიოგრაფიის ველში დაწერა:

► სნუპ დოგი: Tekashi 6ix9ine ჩამშვებია, მან გამოძიებასთან ითანამშრომლა

► 50 Cent: მგონია, რომ Tekashi 6ix9ine-მა ყველა ჩაუშვა

"რატომ მიწოდებს ყველა ჩამშვებს? რამე გამოვტოვე?".

აღსანიშნავია, რომ ტეკაში სიქსნაინს მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სასჯელის შესამსუბუქებლად მუსიკოსმა 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა. გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, მას არაერთი ცნობილი ადამიანი სწორედ "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებდა. სასამართლომ რეპერს საბოლოოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შინაპატიმრობის დასრულების შემდეგ, ტეკაშის 5-წლიანი პირობითი სასჯელის მოხდა, 300 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ჯარიმის სახით 35,000 დოლარის გადახდა მოუწევს.

დანიელ ერნანდესმა, სასცენო სახელით Tekashi 6ix9ine, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა. ადვოკატების ინფორმაციით, სიქსნაინი შინაპატიმრობაში ორ, ინგლისურენოვან და ესპანურენოვან ჩანაწერებზე მუშაობას აპირებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული